რას გაჩვენებს
- მარკა, მოდელი და ვერსია
- გამოშვების წელი
- ძარის ტიპი, კარები და ადგილები
- ძრავი: მოცულობა, ცილინდრები, სიმძლავრე
- საწვავი, ჰიბრიდი თუ ელექტრო
- წამყვანი თვლები და გადაცემათა კოლოფი
- სად აიწყო: ქვეყანა და ქალაქი
- აირბეგები, ABS და სტაბილიზაცია
- სწორად არის თუ არა კოდი ჩაწერილი
- ქარხნული გაწვევები (recalls)
- კრეშ-ტესტის ვარსკვლავები
- მფლობელების საჩივრები: რა ფუჭდება ხშირად
- საწვავის ხარჯი 100 კმ-ზე
- ბმულები ქურდობის, total loss-ის და აუქციონის ფოტოების შესამოწმებლად
რას ვერ გაჩვენებს
- ავარიების სრული ისტორია
- გარბენი
- მფლობელების რაოდენობა
- სერვისის ისტორია
- ყადაღა და იპოთეკა
ეს მონაცემები უფასო ბაზებში არ არის, მხოლოდ ფასიან სერვისებს აქვთ (მაგალითად Carfax, AutoCheck). ქურდობას, total loss-ს და აუქციონის ფოტოებს შედეგის ქვეშ ბმულებით უფასოდ ნახავ. მანქანის ყიდვამდე ის ხელოსანთან ან დიაგნოსტიკაზე შეამოწმე.
სად ვნახო VIN კოდი
საქარე მინაზე
მძღოლის მხარეს, მინის ქვედა კუთხეში. გარედან იკითხება.
მძღოლის კარის ჩარჩოზე
კარს რომ გააღებ, ჩარჩოზე სტიკერი ან ფირფიტაა.
ტექპასპორტში
მანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში, VIN-ის გრაფაში.
ძარაზე და ძრავთან
ხშირად კაპოტის ქვეშაც არის ამოტვიფრული.
რას ნიშნავს 17 სიმბოლო
- 1–3მწარმოებელი და ქვეყანა
- 4–8მოდელი, ძარა, ძრავი
- 9საკონტროლო ციფრი
- 10მოდელის წელი
- 11ქარხანა
- 12–17სერიული ნომერი
ასოები I, O და Q VIN კოდში არ გამოიყენება.
საიდან მოდის მონაცემები
მონაცემები მოდის აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების სააგენტოს (NHTSA) ოფიციალური ბაზებიდან: კოდის გაშიფვრა, გაწვევები, კრეშ-ტესტები და მფლობელების საჩივრები. საწვავის ხარჯი აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოსია (EPA). ყველაზე ზუსტია ამერიკის ბაზრისთვის გაკეთებულ მანქანებზე, საქართველოში კი სწორედ ასეთები შემოდის ყველაზე ხშირად (Copart, IAAI და სხვა აუქციონებიდან). ევროპის, იაპონიის და კორეის ბაზრის მანქანებზე ბაზა ხშირად მხოლოდ მწარმოებელს, ქვეყანას და წელს იცნობს.
ხშირი კითხვები
ასეც გვეძებენ: vin kodis shemowmeba, vin kodi, vin shemowmeba, manqanis shemowmeba vin kodit, vin code check, VIN დეკოდერი.
Free VIN check
Decode any 17-character VIN for free, with no sign-up: make, model, year, body, engine, fuel, drive type, transmission and where the car was built, plus factory recalls, NCAP crash-test stars, owner complaints and fuel economy, from the official NHTSA and EPA databases, with links to check theft, total loss and auction photos. Join Orbis