საწვავის მიტანა

საწვავი გზაზე გაგითავდა? Orbis-ის წევრებს პარტნიორი მას იქ მოუტანს, სადაც დგანან.

გახდი წევრი · 9.90 ₾

რას მიიღებ

  • საწვავის მიტანა იქ, სადაც დგახარ
  • თავად საწვავიშენზეა

მიტანას Orbis ფარავს, საწვავის ფასს შენ იხდი.

როგორ მუშაობს

  1. 01
    გახდი წევრი9.90 ₾ თვეში, ან 99 ₾ წელიწადში. გაუქმება როცა გინდა.
  2. 02
    გამოიძახე აპიდანერთი შეხებით, 24 საათი, 7 დღე. ლოკაციას აპი თავად აიღებს.
  3. 03
    Orbis ფარავსპარტნიორს ჩვენ ვპოულობთ და მომსახურება უკვე გადახდილია.

თუ საწვავი გაგითავდა

გადადი გზის პირას

როგორც კი ძრავი შეფერხდება, ჩართე ავარიული და, სანამ მანქანა ჯერ კიდევ მოძრაობს, გადადი უსაფრთხო ადგილას.

ნუ ცდი დაქოქვას ბევრჯერ

ცარიელ ავზზე ხშირი დაქოქვა აკუმულატორს სცლის.

გამოიძახე მიტანა

აპი შენს ლოკაციას თავად აიღებს. პარტნიორი საწვავს მოგიტანს, შენ მხოლოდ საწვავის ფასს იხდი.

შემდეგისთვის

როცა საწვავის ნათურა აინთება, უახლოესი გასამართი სადგური მაშინვე მოძებნე. ნათურის მერე დარჩენილი მანძილი ყველა მანქანას სხვადასხვა აქვს.

სად მუშაობს

თბილისის რეგიონი22

თბილისი · რუსთავი · მცხეთა · ოქროყანა · წავკისი · შინდისი · ტაბახმელა · წყნეთი · კიკეთი · კოჯორი · ზაჰესი · მუხათწყარო · ნაფეტვრები · წეროვანი · ნატახტარი · საგურამო · ლილო · მარტყოფი · ნორიო · ფონიჭალა · გამარჯვება · სართიჭალა

ბათუმის რეგიონი1

ბათუმი

ხშირი კითხვები

საწვავის ფასსაც ფარავს?
არა. Orbis მიტანის მომსახურებას ფარავს, თავად საწვავის ღირებულებას მომხმარებელი იხდის.
რა ღირს მიტანა?
მიტანა Orbis-ის წევრობაშია, რომელიც 9.90 ₾ ღირს თვეში. თავად საწვავის ფასს ადგილზე იხდი.
როდიდან შემიძლია გამოძახება?
საწვავის მიტანა რეგისტრაციიდან 48 საათში ჩაირთვება.
Orbis ერთჯერადი გამოძახების სერვისია?
არა. Orbis გამოწერაა: თვეში 9.90 ₾ იხდი და როცა გზაზე რამე მოხდება, დახმარებას აპიდან იძახებ. მომსახურების საფასურს, წევრობის ფარგლებში, Orbis ფარავს.
რამდენ ხანში მოვა დახმარება?
დრო დამოკიდებულია ლოკაციაზე, პარტნიორის ხელმისაწვდომობაზე, საცობსა და ამინდზე. მოთხოვნის დადასტურებამდე სავარაუდო ლოდინის დროს გაიგებ. დადასტურებიდან 10 წუთში გაუქმება უფასოა.
ვინ მომემსახურება?
სამუშაოს Orbis-ის პარტნიორი კომპანიები ასრულებენ. Orbis პარტნიორს პოულობს, მომსახურებას აორგანიზებს და წევრობის ფარგლებში მის საფასურს ფარავს.

Fuel delivery on the road

Out of fuel? Orbis members in the Tbilisi region and Batumi call fuel delivery from the app, 24/7. The delivery is covered by the membership (9.90 GEL a month); the member pays only for the fuel. Join Orbis

გახდი წევრი
Orella: ხომ არ დაგეხმაროთ?
Orella
Orella
ონლაინ