მანქანის დაქოქვა

აკუმულატორი დაჯდა და მანქანა არ იქოქება? Orbis-ის წევრებთან სპეციალისტი იქ მოდის, სადაც მანქანა დგას.

გახდი წევრი · 9.90 ₾

რას მიიღებ

  • სპეციალისტი იქ, სადაც მანქანა დგას
  • დაქოქვა ადგილზე
  • ახალი აკუმულატორი ან ნაწილიშენზეა

დამტენის ან სხვა ნაწილის ფასიც შენზეა.

როგორ მუშაობს

  1. 01
    გახდი წევრი9.90 ₾ თვეში, ან 99 ₾ წელიწადში. გაუქმება როცა გინდა.
  2. 02
    გამოიძახე აპიდანერთი შეხებით, 24 საათი, 7 დღე. ლოკაციას აპი თავად აიღებს.
  3. 03
    Orbis ფარავსპარტნიორს ჩვენ ვპოულობთ და მომსახურება უკვე გადახდილია.

რატომ ჯდება აკუმულატორი

ყველაზე ხშირი მიზეზები

ღამით ჩართული დარჩენილი ფარები ან სალონის შუქი, ძლიერი სიცივე, მოკლე მგზავრობები, როცა აკუმულატორი ვერ იტენება, და ძველი აკუმულატორი.

ნიშნები

სტარტერი ნელა ტრიალებს ან მხოლოდ წკაპუნი ისმის, დაფაზე შუქები ციმციმებს ან სულ არ ინთება.

დაქოქვის მერე

ძრავი ცოტა ხანს ნუ გამორთე და იმოძრავე, რომ აკუმულატორი დაიტენოს. თუ ისევ დაჯდა, ის შესამოწმებელია ან შესაცვლელი.

თუ დაქოქვა არ შველის

მიზეზი შეიძლება სხვა იყოს. მაშინ ევაკუატორი მანქანას სახელოსნოში წაიყვანს, ისიც წევრობაშია.

სად მუშაობს

თბილისის რეგიონი22

თბილისი · რუსთავი · მცხეთა · ოქროყანა · წავკისი · შინდისი · ტაბახმელა · წყნეთი · კიკეთი · კოჯორი · ზაჰესი · მუხათწყარო · ნაფეტვრები · წეროვანი · ნატახტარი · საგურამო · ლილო · მარტყოფი · ნორიო · ფონიჭალა · გამარჯვება · სართიჭალა

ბათუმის რეგიონი1

ბათუმი

ხშირი კითხვები

რა ღირს დაქოქვა?
დაქოქვა Orbis-ის წევრობაშია, რომელიც 9.90 ₾ ღირს თვეში. სპეციალისტს აპიდან გამოიძახებ, 24 საათი, 7 დღე.
ახალი აკუმულატორის ფასსაც ფარავს?
არა. სპეციალისტი მანქანას ადგილზე დაგქოქავს. ახალი აკუმულატორის, დამტენის ან სხვა ნაწილის ფასს წევრობა არ ფარავს.
როდიდან შემიძლია გამოძახება?
დაქოქვა რეგისტრაციიდან 48 საათში ჩაირთვება. ეს ვადა უსაფრთხოებისთვისაა და ერთხელ, წევრობის დასაწყისში მოქმედებს.
Orbis ერთჯერადი გამოძახების სერვისია?
არა. Orbis გამოწერაა: თვეში 9.90 ₾ იხდი და როცა გზაზე რამე მოხდება, დახმარებას აპიდან იძახებ. მომსახურების საფასურს, წევრობის ფარგლებში, Orbis ფარავს.
რამდენ ხანში მოვა დახმარება?
დრო დამოკიდებულია ლოკაციაზე, პარტნიორის ხელმისაწვდომობაზე, საცობსა და ამინდზე. მოთხოვნის დადასტურებამდე სავარაუდო ლოდინის დროს გაიგებ. დადასტურებიდან 10 წუთში გაუქმება უფასოა.
ვინ მომემსახურება?
სამუშაოს Orbis-ის პარტნიორი კომპანიები ასრულებენ. Orbis პარტნიორს პოულობს, მომსახურებას აორგანიზებს და წევრობის ფარგლებში მის საფასურს ფარავს.

Jump start on the spot

Flat battery? Orbis members in the Tbilisi region and Batumi call a jump start from the app, 24/7, and a technician comes to the car. Part of the Orbis roadside membership, 9.90 GEL a month. Join Orbis

გახდი წევრი
Orella: ხომ არ დაგეხმაროთ?
Orella
Orella
ონლაინ