ევაკუატორი

მანქანა ადგილიდან ვეღარ იძვრება? Orbis-ის წევრებს ევაკუატორი აპიდან მოსდით და ის მანქანას რეგიონის ნებისმიერ ლოკაციაზე გადაიყვანს.

გახდი წევრი · 9.90 ₾

რას მიიღებ

  • ევაკუატორის გამოძახება აპიდან, 24/7
  • გადაყვანა რეგიონის ნებისმიერ ლოკაციაზე
  • დამატებითი მანძილი, სპეცტექნიკაშეთანხმებით

დამატებითი მანძილის ან სპეციალური ტექნიკის ხარჯი წინასწარ შეგითანხმდება.

როგორ მუშაობს

  1. 01
    გახდი წევრი9.90 ₾ თვეში, ან 99 ₾ წელიწადში. გაუქმება როცა გინდა.
  2. 02
    გამოიძახე აპიდანერთი შეხებით, 24 საათი, 7 დღე. ლოკაციას აპი თავად აიღებს.
  3. 03
    Orbis ფარავსპარტნიორს ჩვენ ვპოულობთ და მომსახურება უკვე გადახდილია.

თუ მანქანა გზაზე გაჩერდა

ჯერ უსაფრთხოება

ჩართე ავარიული შუქი. თუ მანქანა იძვრება, გადაიყვანე გზის პირას. გზატკეცილზე დადგი საავარიო ნიშანი და მგზავრებთან ერთად გზიდან მოშორებით დადექი.

როდის გჭირდება ევაკუატორი

როცა ძრავი არ იქოქება და დაქოქვა არ შველის, ავარიის მერე, როცა მანქანის ტარება სახიფათოა, ან როცა დაზიანება ადგილზე არ სწორდება.

სად წაიყვანო

აპში მიუთითებ დანიშნულებას: სახელოსნო, სახლი ან სხვა ნებისმიერი ლოკაცია იმავე რეგიონში. მაგალითად, თბილისიდან რუსთავში, ქუთაისიდან წყალტუბოში, ბათუმიდან ქობულეთში.

ერთჯერადი შეკვეთის ნაცვლად

ევაკუატორის ცალკე გამოძახებისას ფასს ყოველ ჯერზე ხელახლა არკვევ. Orbis-ის წევრობით ევაკუაცია უკვე გადახდილია და დაქოქვა, საბურავი და საწვავის მიტანაც მასშია.

სად მუშაობს

თბილისის რეგიონი16

თბილისი · ზაჰესი · ნაფეტვრები · ლილო · ფონიჭალა · წყნეთი · კოჯორი · ტაბახმელა · ოქროყანა · შინდისი · წავკისი · მამკოდა · ნატახტარი · საგურამო · რუსთავი · მცხეთა

ქუთაისის რეგიონი6

ქუთაისი · კოპიტნარის აეროპორტი · წყალტუბო · გეგუთი · ხონი · ვანი

ბათუმის რეგიონი9

ბათუმი · ქობულეთი · ჩაქვი · ციხისძირი · ხელვაჩაური · გონიო · კვარიათი · სარფი · მახინჯაური

ევაკუატორი მიდის იმავე რეგიონის ნებისმიერ ლოკაციაზე.

ხშირი კითხვები

რა ღირს ევაკუატორი Orbis-ით?
ევაკუატორი Orbis-ის წევრობაშია, რომელიც 9.90 ₾ ღირს თვეში ან 99 ₾ წელიწადში. ევაკუატორის გამოძახება აპიდან ხდება, 24 საათი, 7 დღე.
როდიდან შემიძლია ევაკუატორის გამოძახება?
ევაკუატორი წევრობის მეორე თვიდან, რეგისტრაციიდან 30 დღის შემდეგ ჩაირთვება. დაქოქვა, საწვავი და საბურავი უფრო ადრე, რეგისტრაციიდან 48 საათში ხდება ხელმისაწვდომი.
სად მიმიყვანს ევაკუატორი?
იმავე რეგიონის ნებისმიერ ლოკაციაზე, Orbis-ის დაფარვის ზონაში. მაგალითად, თბილისიდან რუსთავში ან მცხეთაში, ქუთაისიდან წყალტუბოში, ბათუმიდან ქობულეთში.
Orbis ერთჯერადი გამოძახების სერვისია?
არა. Orbis გამოწერაა: თვეში 9.90 ₾ იხდი და როცა გზაზე რამე მოხდება, დახმარებას აპიდან იძახებ. მომსახურების საფასურს, წევრობის ფარგლებში, Orbis ფარავს.
რამდენ ხანში მოვა დახმარება?
დრო დამოკიდებულია ლოკაციაზე, პარტნიორის ხელმისაწვდომობაზე, საცობსა და ამინდზე. მოთხოვნის დადასტურებამდე სავარაუდო ლოდინის დროს გაიგებ. დადასტურებიდან 10 წუთში გაუქმება უფასოა.
ვინ მომემსახურება?
სამუშაოს Orbis-ის პარტნიორი კომპანიები ასრულებენ. Orbis პარტნიორს პოულობს, მომსახურებას აორგანიზებს და წევრობის ფარგლებში მის საფასურს ფარავს.

Tow truck (evakuatori) 24/7 in Georgia

Orbis is a roadside assistance membership in Tbilisi, Batumi and Kutaisi. For 9.90 GEL a month members call a tow truck from the app, 24/7, and it takes the car anywhere within the same region. Jump start, flat tyre change and fuel delivery are in the same membership. Join Orbis

გახდი წევრი
Orella: ხომ არ დაგეხმაროთ?
Orella
Orella
ონლაინ